საქართველომ პაკისტანში მომხდარ ტერაქტს ბარბაროსობა უწოდა

© photo: Sputnik / http://baltcomp.spb.ru/services/directions/pakistan/პაკისტანი
პაკისტანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს პაკისტანის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მომხდარ ტერაქტს უმკაცრესად გმობს, ნათქვამია საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში. 

თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ლაჰორში კვირას, საბავშვო პარკთან ახლოს აამოქმედა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 69-ს მიაღწია, მათგან სულ მცირე 23 — ბავშვია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია 300 დაჭრილის შესახებ.

„ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ ტრაგედიის მასშტაბით და ტერორისტთა მხრიდან ჩადენილი ბარბაროსობით, რაც წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტრო  უსამძიმრებს პაკისტანის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას”, — აღნიშნულია განცხადებაში.

პაკისტანის სპეცრაზმი - Sputnik საქართველო
ლჰხორში ტერორისტული აქტის შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა

მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურ მოძრაობა „თალიბანთან“ დაახლოებულმა ბოევიკებმა აიღეს.

პოლიციამ თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა დაადგინა, ის 28 წლის იუსუფი, გულამ ფარიდის ვაჟი აღმოჩნდა. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, იუსუფი რვა წლის განმავლობაში ლაჰორის სასულიერო სასწავლებელში ასწავლიდა.

პოლიციის ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა რეიდი ჩაატარა, რომლის დროსაც ტერაქტში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი 15 პირი, მათ შორის იუსუფის სამი ძმა დააკავა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0