ლჰხორში ტერორისტული აქტის შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Pakhomov / გადასვლა მედიაბანკშიპაკისტანის სპეცრაზმი
პაკისტანის სპეცრაზმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე დაზუსტებული მონაცემებით ლაჰორში მომხდარი აფეთქების შედეგად, 69 ადამიანი დაიღუპა და 300 მეტი დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ქალი და ბავშვია.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. პაკისტანის სიდიდით მეორე ქალაქ ლაჰორში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 69 ადამიანს შეადგენს და მათ შორის სულ მცირე 23 ბავშვია, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო სინხუაზე დაყრდნობით. 

სააგენტოს ცნობითვე, 300-მდე ადამიანი დაჭრილია და მათ შორის  56 ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

პაკისტანი - Sputnik საქართველო
საქართველო პაკისტანის ტერაქტს მსოფლიოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად განიხილავს

მანამდე არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 65-ს შეადგენდა, ხოლო დაჭრილი 280 ადამიანი იყო. 

კვირას თვითკვლელმა ტერორისტმა ლაჰორის საბავშვო პარკთან აიფეთქა თავი. პოლიციის თქმით, მსხვერპლთა უმრავლესობა ქალი და ბავშვია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანთან“ დაახლოებულმა დაჯგუფებამ აიღო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0