თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველო პაკისტანში მომხდარ ტერორისტულ აქტს განიხილავს როგორც მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პაკისტანელი კოლეგისადმი გზავნილში.
პაკისტანის ერთ-ერთ უნივერსიტეტს 20 იანვარს შეიარაღებული ადამიანები დაესხნენ თავს. შეტევის დროს უმაღლეს სასწავლებელში დაახლოებით 3 ათასი სტუდენტი და კიდევ პოეზიის კონკურსზე მისული დაახლოებით 600 სტუმარი იმყოფებოდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, ათეულობით კი — დაიჭრა.
საქართველო გმობს ტერორიზმის ყველა გამოვლინებას მსოფლიოში. ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ ამ სასტიკი აქტის გამო და განვიხილავთ მას, როგორც დანაშაულს არა მხოლოდ პაკისტანელი ხალხის, არამედ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ, აღნიშნულია პრემიერის წერილში.