თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ქალაქ ჩარსადაში უნივერსიტეტზე თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გამოცემა DayliPakistan-ზე დაყრდნობით, რომელიც პაკისტანის ინფორმაციის მინისტრის შაუკატ იუსუფზაის სიტყვებს ციტირებს.
მანამდე ადგილობრივმა პოლიციამ დაადასტურა, რომ უნივერსიტეტზე თავდასხმას 21 ადამიანი ემსხვერპლა და 50 დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თალიბანის“ პაკისტანურმა ფრთამ „ტეხრიკ-ი-თალიბან პაკისტანმა“ აიღო. ოთხი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
ბოევიკების ჯგუფი ოთხშაბათს დილით ჩარსადას უნივერსიტეტში შეიჭრა. პოლიციამ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ოთხი იყო, თუმცა შემდეგ გაჩნდა ცნობები, რომ მათი რაოდენობა ექვსიდან რვამდე მერყეობს. საუნივერსიტეტო კამპუსი ევაკუირებულია. თვითმხილველებმა ორი ძლიიერი აფეთქების შესახებაც განაცხადეს.
საუნივერსიტეტო კამპუსები და სტუდენტური საერთო საცხოვრებლები ევაკუირებულია. შემთხვევის ადგილზე ძალოვნები და მაშველებია მობილიზებული. თვითმხილველების განცხადებით, ორი ძლიერი აფეთქება მოხდა.
გამოცემა Dawn-მა არაკომერციული ჰუმანიტარული ორგანიზაცია Edhi Foundation-ის მოხალისეზე დაყრდნობით განაცხადა, რომ შეტევის შედეგად სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა და 50 — დაიჭრა.
თავდასხმის დროს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დაახლოებით 3 ათასი სტუდენტი იმყოფებოდა. მანამდე უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, რომ არცერთი სტუდენტი და მასწავლებელი არ დაშავებულა. ზოგიერთი მონაცემით, შეტევის დროს უნივერსიტეტში პოეტების კონკურსი ტარდებოდა, რომელზეც 600 სტუმარი იყო მოწვეული.