თბილისის ფუნიკულიორი 111 წლისაა

© photo: Sputnik / Борис Кауфман / გადასვლა მედიაბანკშითბილისის ფუნიკულიორი
თბილისის ფუნიკულიორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2000 წლიდან 2013 წლამდე თბილისის ფუნიკულიორი არ ფუნქციონირებდა, თუმცა დღეს ფუნიკულიორმა ძველი დიდების დაბრუნება მოახერხა, ის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტებში.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. მთაწმინდის პარკში თბილისის ფუნიკულიორის გახსნიდან 111 წლის იუბილე აღნიშნეს, იუწყება ქართული მასმედია.

თბილისის ფუნიკულიორი, რომელიც ბელგიელებმა ააშენეს, 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა. მისი საშუალებით ქალაქი მთაწმინდას სამთო ტრამვაით უკავშირდება.

2000 წლის ზაფხულში ფუნიკულიორის ტრამვაის ბაგირი გაწყდა, შემთხვევას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარი ფაქტის გამო ფუნიკულიორმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 

თბილისის საბაგირო: საქართველოს დედაქალაქი სიმაღლიდან - Sputnik საქართველო
თბილისის საბაგირო: საქართველოს დედაქალაქი ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან

2013 წლის იანვარში ფუნიკულიორის რეკონსტრუქცია მთლიანად დასრულდა და მან, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, მუშაობა განაახლა.

დღეს თბილისის ფუნიკულიორმა ძველი დიდების დაბრუნება და ისევ ქალაქის სიმბოლოდ ქცევა მოახერხა. ის ტურისტებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მთაწმინდის პარკმა საქართველოს ეროვნულ არქივთან ერთად გამოფენა გამართა, რომელზეც თბილისის ფუნიკულიორის ისტორიის ამსახველი უნიკალური ვიდეო- და ფოტომასალები იყო წარმოდგენილი.


ყველა ახალი ამბავი
0