თბილისის საბაგირო: საქართველოს დედაქალაქი ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან

გამოწერა
საბაგირო გზა, რომელიც ევროპის მოედანს თბილისის ცენტრში მთის მწვერვალზე მდებარე ნარიყალას ციხე-სიმაგრესთან აკავშირებს, დღეისათვის ტურისტებში საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობაა.

მთისკენ მიმავალი კაბინიდან გადმოხედვისას, მთელი ქალაქი მოჩანს როგორც ხელის გულზე. ტურისტული მოგზაურობა კი აღფრთოვანების განცდით ივსება.

საბაგირო გზის სიგრძე 600 მეტრს შეადგენს, კაბინის გადაადგილების სიჩქარეა 5 მეტრი წამში. მაქსიმალური დატვირთვა 1200 ადამიანი საათში. საბაგიროს ზედა წერტილიდან, ნარიყალას ციხიდან, ხედი იშლება მთელ თბილისზე.

საქართველოს დედაქალაქში კიდევ ერთი საბაგიროს აშენება იგეგმება, რომელიც ვარდების მოედანს მთაწმინდის პარკთან დააკავშირებს, სადაც ამ დროისათვის ხალხი ფუნიკულიორის საშუალებით ადის. საბაგირო გზის პროექტი უკვე მზადაა. გზის სიგრძე 1000 მეტრს შეადგენს, მასზე წრიულ რეჟიმში იმუშავებს 21 კაბინა. მოედნიდან პარკამდე საბაგირო გზის დაფარვას დაახლოებით 5 წუთი დაჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0