თბილისში გამართულმა ჩემპიონატმა ძიუდოში მთელი მსოფლიოს სპორტსმენები შეკრიბა

გამოწერა

თბილისის გრან-პრიმ ძიუდოში 73 ქვეყნის 400-ზე მეტ ძიუდოისტს მოუყარა თავი. Sputnik-ი ჩემპიონატის ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

დედაქალაქის ახალ სპორტის სასახლეში ძიუდოში სამდღიანი თბილისის გრან-პრი იმართება. შეჯიბრებაში 73 ქვეყნის დაახლოებით 450 ძიუდოისტი იღებს მონაწილეობას, რომელთაგან მესამედი ქალია. 

ნუგზარ ტატალაშვილი - Sputnik საქართველო
ტატალაშვილმა თბილისის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს ნაკრებს, რომლის შემადგენლობაშიც ქვეყნის უძლიერესი ძიუდოისტები არიან (ავთო ჭრიკიშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანის გარდა), გრან-პრიზე 28 მამაკაცი (ყველა წონით კატეგორიაში) და ოთხი ქალი (ოთხ წონით კატეგორიაში) წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ირაკლი უზნაძის სიტყვებით, ტურნირზე ძირითადი აქცენტი ორ წონით კატეგორიაზე – 66 და 100 კგ-მდე – გაკეთდება, რადგან ნაკრებს სწორედ ამ კატეგორიებში არ აქვს ჯერ ოლიმპიური ლიცენზია. 


ყველა ახალი ამბავი
0