საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მყოფ ქართველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

© AP Photo / Emrah Gurelმეჩეთი სტამბულში
მეჩეთი სტამბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში ბოლო პერიოდში მომხდარი ტერაქტების გამო ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და პოლიციის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. დღეს კათოლიკური სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით თურქეთის პოლიცია, შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, საზოგადოებას რეკომენდაციას აძლევს, რომ მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, საზოგადოებრივი თავშეყრისა და რელიგიურ დაწესებულებებს, ნათქვამია საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყება თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისა და ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

თურქეთი, სადაც ტერაქტების სერია მოხდა, ბოლო პერიოდში ტერორისტების სამიზნე გახდა. 

ტრიბუნა - Sputnik საქართველო
საქართველო გმობს ანკარაში მომხდარ ტერაქტს

13 მარტს ანკარის ცენტრში, ავტობუსის გაჩერებაზე, თურქეთის პრემიერ-მინისტრის ერთი-ერთი ოფისის ახლოს, ხალხმრავალ ადგილზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც 37 ადამიანი დაიღუპა, 125-მა კი სხეულის დაზიანებები მიიღო.

გასული წლის 10 ოქტომბერს თურქეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა. სამწამიანი ინტერვალით ორი აფეთქება ანკარაში, პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მიტინგის დაწყებამდე მოხდა. თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილმა ტერაქტმა 95 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 246 კი დაიჭრა.

8 სექტემბერს ქურთისტანის მუშათა პარტიის ბოევიკებმა მიკროავტობუსი ააფეთქეს, რომლითაც პოლიციელები გადაადგილდებოდნენ. ინცინდენტი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იგდირის პროვინციაში მოხდა. ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.


ყველა ახალი ამბავი
0