საქართველოს პრეზიდენტმა ქრისტიანულ კონფესიებს აღდგომა მიულოცა

© Пресс-служба президента Грузииგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ მაცხოვრის აღდგომას, ამ ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს, გულითადად გილოცავთ, ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. კათოლიკური სამყარო და სომხური გრიგორიანული ეკლესია დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. თბილისში მდებარე სომხურ სამოციქულო ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება გაიმართა. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი კათოლიკეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღდგომის დღესასწაული მიულოცა გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს. განცხადებას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ძვირფასო თანამოქალაქენო,

ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ მაცხოვრის აღდგომას, ამ ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს, გულითადად გილოცავთ.

დაე შინაგანი განახლების, სიკეთის გამარჯვებისა და უკეთესი მომავლის რწმენის ამ დღესასწაულმა კეთილდღეობა, მშვიდობა და ბედნიერება მოიტანოს თქვენს ოჯახებსა და ჩვენ სამშობლოში“, — აღნიშნულია განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0