თბილისი, 27 მარტი — Sputnik. კათოლიკური სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. თბილისში მდებარე კათოლიკურ ეკლესიასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველა იმ ქრისტიანს, რომელიც დღეს აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს.
„ვულოცავ ყველას, ვინც დღეს აღდგომას აღნიშნავს. ქრისტეს ჯვარცმა და აღდგომა უკავშირდება ადამიანების ცოდვებისაგან დახსნას და საყოველთაო განახლებას. აღდგომა სიცოცხლის დღესასწაულია თითოეული ქრისტიანისთვის და ამით არის ის მათთვის გამორჩეულად ძვირფასი. ყველას ვუსურვე ბედნიერებას, წინსვლას და დიდ წარმატებებს“, — აღნიშნულია პრემიერის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.