პატრიარქი: ღმერთმა ინებოს, ყოველი ჩვენგანი მცირედი ღვთიური ნათების მატარებელი იყოს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკუთარი გულისა და გონების ცოდვებისგან განწმენდა იქადაგა, რათა თითოეული ჩვენგანი მცირედი ღვთიური ნათების მატარებელი იყოს.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ღვთიურ ნათებაზე იქადაგა და თითოეულ ჩვენგანში ქრისტეს ნათელის დამკვიდრებისთვის ყველას სულიერი განწმენდა უსურვა. 

ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქი: ბედნიერია, ვინც ღირსეულად გაივლის მიწიერ გამოცდას

„ღმერთმა ინებოს, შევძლოთ ჩვენი სულის, გულის, გონების ბიწისა და ცოდვებისგან განწმენდა, რათა ქრისტეს ნათელმა ჩვენს შორის დაიმკვიდროს… ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს მცირედი ღვთიური ნათების მატარებელი“, — მიმართა ილია მეორემ მრევლს.

პატრიარქის სიტყვებით, ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, მზად ვართ თუ არა, მივიღოთ ეს ნათელი. ნათელი ქრისტესი არის ისეთივე ხელთუქმნელი, დაუსაბამო, როგორც თვით უფალი.

„წმინდა გრიგოლ პალამა ამ საკითხს ეხება – ქრისტეს ფერიცვალების ნათებას. ფერიცვალების დროს, თქვენ იცით, რომ მისი სახე ბრწყინავდა და მისი სამოსელი ელვარებდა. ლოცვაში წერია, რომ უფალმა აჩვენა მოციქულებს მისი დიდება – არა სრულყოფილი დიდება, არამედ ის დიდება, რამდენადაც შეეძლოთ ეხილათ, დაენახათ მოციქულებს. მთელი ნათება რომ ეჩვენა, ამ ნათებას მოციქულები ვერ აიტანდნენ. როცა მოსე წინასწარმეტყველი მთაზე ავიდა, მას ათი მცნება მიეცა. როცა ჩამოვიდა, მისი სახე ღვთაებრივი ნათებით ანათებდა. ეს ნათება იმდენად დიდი იყო, რომ იძულებული იყო სახეზე და თავზე შესამოსელი გადაეფარა“, — თქვა პატრიარქმა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, როდესაც იერუსალიმში აღდგომის წინ ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის, ეს ჩვეულებრივი ცეცხლი არ არის, ეს არის ნაწილი იმ ნათებისა, რომელიც უფალს ახლავს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0