პატრიარქი: ბედნიერია, ვინც ღირსეულად გაივლის მიწიერ გამოცდას

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკვირაო ქადაგებაში პატრიარქმა ბრძანა, რომ ადამიანის ცხოვრება გამოცდაა და ბედნიერია, ვინც ღირსეულად გაივლის მას.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ადამიანის ცხოვრება გამოცდაა და ბედნიერია, ვინც ღირსეულად გაივლის მას, — განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.. 

„ბედნიერია ის ერი და ის ადამიანები, რომლებიც იცვლებიან, სრულყოფის კიბეზე მაღლა ადიან. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქვემოთ ეშვებიან, ეცემიან…  ადამიანის ცხოვრება გამოცდაა და ბედნიერია, ვინც ღირსეულად გაივლის ამ მიწიერ გამოცდას“, — ბრძანა პატრიარქმა.  

ილია მეორის თქმით, ახლა დროც იცვლება და მასთან ერთად იცვლებიან ადამიანებიც. 

„ინებოს უფალმა, რომ ჩვენ არასდროს ვიყოთ მარტონი და ჩვენთან ყოველთვის იყოს ღმერთი“, — ისურვა პატრიარქმა. 


ყველა ახალი ამბავი
0