კალაძე: "ქართული ოცნების" სიაზე განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძის განმარტებით, "ქართული ოცნება" პარტიული სიის შესახებ განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საარჩევნოდ „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში ახალი სახეები იქნება, განაცხადა რუსთავში გამართული მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საოლქო კონფერენციაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ. თუმცა, კალაძე აღნიშნულ სიაში საქართველოს ორ ექს-პრემიერს — ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს არ ასახელებს. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ექს-პრემიერი შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს

"პარტიაში, რა თქმა უნდა, ახალი სახეები იქნება, ახალი სისხლი იქნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ვინ იქნებიან ეს ადამიანები, ვინ გაწევრიანდება პარტიაში, რამდენიმე დღეში ჩვენ ამაზეც გავაკეთებთ განცხადებას", — აღნიშნა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

მას შემდეგ, რაც პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აპრილში დაგეგმილ პარტიის ყრილობამდე აპირებს კონსულტაციები გამართოს ექს-პრემიერთან, საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ. მოგვიანებით თავად კობახიძემ განაცხადა, რომ ეს თემა დღის წესრიგში არ დგას. 

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2015 წლის დეკემბერში მოულოდნელად გადადგა. იგი დღემდე ფორმალურად ითვლება პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მმართველად. პარტიის ახალ ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია წარდგენილი, რომელსაც პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ. 

 


ყველა ახალი ამბავი
0