საქართველოს ექს-პრემიერი შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს

© пресс-служба премьер-министра Грузииირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები იმედოვნებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას დაუბრუნდება.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში თავისი რესურსი არ ამოუწურავს, თვლის პარლამენტის დეპუტატი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გედევან ფოფხაძე. 

მას შემდეგ, რაც პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აპრილში დაგეგმილ პარტიის ყრილობამდე აპირებს კონსულტაციები გამართოს ექს-პრემიერთან, საქართველოში ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ. 

„ეს ბატონმა ირაკლიმ უნდა გადაწყვიტოს. მე ყველანაირად მივესალმები მის აქტიურ პოლიტიკურ პოზიციას. ვთვლი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ ამოუწურავს თავისი რესურსი ქართულ პოლიტიკაში“, — უთხრა ჟურნალისტებს ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ გეგმებზე ისაუბრა
 

ღარიბაშვილის აქტიურ ჩართვას პარტიულ მოღვაწეობაში უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაურიც მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მას არ გააჩნია ინფორმაცია, რა ფორმით განხორციელდება ეს. 

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2015 წლის დეკემბერში მოულოდნელად გადადგა. იგი დღემდე ფორმალურად ითვლება პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მმართველად. პარტიის ახალ ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია წარდგენილი, რომელსაც პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ. 


ყველა ახალი ამბავი
0