თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. თანამდებობიდან გადამდგარმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვაზე მისი სამომავლო გეგმების შესახებ განაცხადა, რომ ჯერჯერობით დასვენებას აპირებს.
„მე ახლა ვაპირებ უბრალოდ დავისვენო, დანარჩენს დრო გვიჩვენებს“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელად გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა.