მაკოვეცკი: იმედი მაქვს, როგორც ადამიანი, ქართველმა მაყურებელმა უკეთესად გამიცნო

გამოწერა

თბილისში გამართულ შემოქმედებით საღამოზე სერგეი მაკოვეცკიმ თბილისელ მაყურებელს საკუთარი მოგონებები გაუზიარა და ადრე ნათამაშები სპექტაკლებიდან ნაწყვეტები წარუდგინა. Sputnik-ის ვიდეოს მეშვეობით იხილეთ მაკოვეცკის შემოქმედებითი საღამოს ამსახველი ვიდეოკადრები. 

რუსეთის კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სერგეი მაკოვეცკი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე ორი საათის განმავლობაში იდგა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს სიამოვნებას ანიჭებდა. 

სერგეი მაკოვეცკი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თატრის სცენაზე. - Sputnik საქართველო
მაკოვეცკი და მისი "არაშემთხვევითი შეხვედრა" თბილისში

„იმედი მაქვს, ჩემი გამოსვლის შემდეგ თბილისელმა მაყურებელმა უკეთ გამიცნო, როგორც ადამიანი და მსახიობი“, — განაცხადა სერგეი მაკოვეცკიმ Sputnik-თან საუბრისას.

სერგეი მაკოვეცკიმ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე თბილისელ მაყურებელს მონოსპექტაკლი „არაშემთხვევით შეხვედრა“ წარუდგინა. მსახიობმა მისი სპექტაკლებიდან ნაწყვეტები ითამაშა და პუბლიკას თავისი სამსახიობო შემოქმედების შესახებ მოუთხრო.

ქართველი მაყურებლის წინაშე მსახიობმა თავისი გამოსვლა მიხეილ ჟვანეცკის მონოლოგით დაასრულა: „რა კარგია აქ, მაგრამ წასვლა აუცილებელია, თუმცა დღეს აქ ძალიან-ძალიან კარგია“.

თბილისში რუსი მსახიობის შემოქმედებითი საღამო Gift-ისა (მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი) და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

© LEVAN AVLABRELIსერგეი მაკოვეცკი
სერგეი მაკოვეცკი - Sputnik საქართველო
სერგეი მაკოვეცკი


ყველა ახალი ამბავი
0