კინოსა და თეატრის ცნობილმა რუსმა მსახიობმა სერგეი მაკოვეცკიმ თბილისში შემოქმედებითი საღამო გამართა. Sputnik-ის ფოტომასალის საშუალებით შეგიძლიათ მსახიობის მონოსპექტაკლის კადრები იხილოთ.
სერგეი მაკოვეცკიმ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე თბილისელ მაყურებელს მონოსპექტაკლი „არაშემთხვევით შეხვედრა“ წარუდგინა. მსახიობმა მისი სპექტაკლებიდან ნაწყვეტები ითამაშა და პუბლიკას თავისი სამსახიობო შემოქმედების შესახებ მოუთხრო.
თბილისში რუსი მსახიობის შემოქმედებითი საღამო Gift-ისა (მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი) და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

1/9
© photo: Sputnik / Сергей Маковецкий
რუსი მსახიობი თბილისურ პუბლიკას მისი შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ უამბობს.

2/9
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
სერგეი მაკოვეცკი მონოსპექტაკლში "არაშემთხვევით შეხვედრა".

3/9
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
თბილისური აუდიტორია მაკოვეცკის სუგანაბული უსმენდა. დარბაზში სრული ანშლაგი იყო.

4/9
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
თბილისში გამართულ ღონისძიებენთან დაკავშირებით, Sputnik-თან საუბრისას მაკოვეკციმ კმაყოფილება გამოხატა.

5/9
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
"იმედი მაქვს ჩემი გამოსვლის შემდეგ თბილისელმა მაყურებელმა უკეთ გამიცნო როგორც მსახიობი და ადამიანი", განუცხადა მაკოვეცკიმ Sputnik-ს.

6/9
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე სერგეი მაკოვეცის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

7/9
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
ქართველმა ხელოვანებმა სერგეი მაკოვეცკის თბილი შეხვედრა მოუწყვეს.

8/9
© photo: Sputnik
შემოქმედებით საღამოზე მსურველს მაკოვეცკის წიგნის შეძენის შესაძლებლობაც ჰქონდა.

9/9
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
სამახსოვრო ავტოგრაფი სერგეი მაკოვეცკისგან.