საოპერო ვარსკვლავები აუტიზმით დაავადებული მოზარდების მხარდასაჭერად იმღერებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად საქართველოში აუტიზმით დაავადებული მოზარდებისთვის სასწავლო-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას მოხმარდება.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. სახელგანთქმული საოპერო მომღერლები ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი და ქართული ოპერის სხვა ვარსკვლავები აუტიზმით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად იმღერებენ, განუცხადეს Sputnik-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

საქველმოქმედო აქცია აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეს ეძღვნება, რომელიც 2 აპრილს აღინიშნება.

კონცერტი 4 აპრილს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

კაფე თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისური უქმეები: 25-27 მარტი

სოტკილავასა და ქასრაშვილის გარდა აუტიზმით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად იმღერებენ ისეთი ცნობილი საოპერო მომღერლები, როგორებიც არიან თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი გაგნიძე, შალვა მუქერია. კონცერტზე ასევე დაუკრავს ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი ქართველი პიანისტი დავით ალადაშვილი.

კონცერტზე კლასიკოსი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები აჟღერდება.

ღონისძიების დევიზია: „აუტიზმი ტრაგედია არ არის, ტრაგედია მისი იგნორირებაა“. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში თეატრში ასევე გამოჩენილი ქართველი მხატვრის რუსუდან ფეტვიაშვილის სურათების გამოფენა გაიმართება.

ბილეთების ღირებულება 25-დან 100 ლარამდეა. მისი შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებსა და ამ ვებ-გვერდზე.

კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად საქართველოში აუტიზმით დაავადებული მოზარდებისთვის სასწავლო-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას მოხმარდება.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

აუტიზმი განვითარების მუდმივი დარღვევაა, რომელიც ცხოვრების პირველ სამ წელიწადში ვლინდება და ნევროლოგიური მოშლილობის შედეგია, რაც ტვინის ფუნქციონირებაზე აისახება.

აუტისტი ბავშვების რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება. მაგრამ თანამედროვე მეცნიერებას აუტიზმის აღმოცენების მიზეზზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ჯერჯერობით არ შეუძლია.


ყველა ახალი ამბავი
0