სამების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერია დააფინანსებს

© Минфин Грузииსამება ხანძრის შემდეგ
სამება ხანძრის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაიწვა დაახლოებით 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. იქ ინახებოდა წიგნები, საკანცელარიო საქონელი, ასევე ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი და სხვა ნივთები.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშაოები, ზარალის მოცულობის დადგენის შემდეგ, დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, განაცხადეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

ხანძარი სამების ტაძარში 20 მარტს გაჩნდა. სახანძრო ბრიგადები ოთხ საათზე მეტხანს აქრობდნენ ცეცხლს, მუშაობაში მათ ხელს უშლიდა ქარი და ის, რომ ხანძრის კერა ძნელად მისადგომია. 

© https://www.facebook.com/mofgeorgia/სამების საკათედრო ტაძარში ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა
სამების საკათედრო ტაძარში ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა - Sputnik საქართველო
სამების საკათედრო ტაძარში ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შაბათს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ხანძრის შედეგად დამწვარი სტამბა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და თბილისი მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერეს.

სამების ტაძარში ხანძრის შედეგებსა და ზარალს ეცნობიან - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა სამების ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებული ადგილი მოინახულა

„როგორც აღინიშნა, ზარალის მოცულობის დადგენის შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა ფინანსთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თანხები გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, — განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში.

მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას შეისწავლის და წარადგენს შესაბამის ხარჯთაღრიცხვას დაზიანებული ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის.

„თბილსერვის ჯგუფმა“ აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება უკვე დაასრულა. 

© https://www.facebook.com/mofgeorgia/სამების საკათედრო ტაძარში ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა
სამების საკათედრო ტაძარში ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა - Sputnik საქართველო
სამების საკათედრო ტაძარში ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა

ცეცხლის გაჩენის დროს სამებაში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათი ევაკუაცია დროულად მოხერხდა. 


ყველა ახალი ამბავი
0