კვირიკაშვილმა სამების ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებული ადგილი მოინახულა

© FB/ KvirikashviliOfficialსამების ტაძარში ხანძრის შედეგებსა და ზარალს ეცნობიან
სამების ტაძარში ხანძრის შედეგებსა და ზარალს ეცნობიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაიწვა 1200 კვ.მ ფართობის ტერიტორია, სადაც წიგნები, საკანცელარიო საქონელი, საქველმოქმედო დანიშნულების ტანსაცმელი და სხვა ნივთები ინახებოდა.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს წმიდა სამების საკათედრო ტაძარში მომხდარი ხანძრის შედეგების აღმოსაფხვრელად, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილი მოინახულა.

სამების ტაძრის წინამძღვრის მოადგილის, არქიმანდრიტ ილიას (ნასიძე) თქმით, ხანძარი ტაძარში საკვირაო ქადაგების დამთავრების შემდეგ გაჩნდა. პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ცნობით, დამწვარია 1200 კვ.მ ფართობის ტერიტორია. მიმდინარეობს გამოძიება ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით.

ხანძარი სამების ტაძარში - Sputnik საქართველო
ხანძარი სამების საკათედრო ტაძარში

სახანძრო სამსახური ამ დრომდე მუშაობს შემთხვევის ადგილზე, მობილიზებულია ბრიგადები გაწმენდითი სამუშაოებისთვის.

კვირას ხანძარი ტაძრის პირველ სართულზე განთავსებულ ახალგაზრდულ–საგანმანათლებლო ცენტრის სათავსოდან დაიწრო, სადაც წიგნები, საკანცელარიო საქონელი, საქველმოქმედო დანიშნულების ტანსაცმელი და სხვა ნივთები ინახებოდა.

აალების მომენტში ტაძარში ბევრი ხალხი იყო, ვინაიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის საკვირაო ქადაგება სულ ერთი საათის დამთავრებული იყო. თუმცა ხალხის ევაკუაცია სწრაფად მოხდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0