იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც ნოველა დაწერა

გამოწერა
პროგრამისტებმა შეიყვანეს მონაცემები სიუჟეტისა და პერსონაჟების შესახებ, რომლებიც კომპიუტერმა ნაწარმოების შესაქმნელად გამოიყენა. ნოველა ხელოვნური ინტელექტის ბოლო დროის მიღწევებს შორის ყველაზე წარმატებული გახდა.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. იაპონელმა მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტი შექმნეს, რომელსაც რომანების წერა შეუძლია, მაგრამ ადამიანის შემოქმედებით პოტენციალს ჯერჯერობით ვერ მიაღწია, იუწყებიან ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები. 

უფრო ადრე, მარტის თვეში იაპონიაში ლიტერატურული კონკურსი გაიმართა, სადაც 1450 ნაწარმოებს შორის პირველად წარადგინეს 11 ნოველა, რომლებიც ადამიანებმა და კომპიუტერებმა ერთობლივად შექმნეს.

კონკურსის ჟიურიმ ავტორთა ვინაობა არ იცოდა.

რობოტმა ნადინმა საკუთარ შემქმნელს ხელი დაუქნია და გაესაუბრა - Sputnik საქართველო
რობოტმა ნადინმა საკუთარ შემქმნელს ხელი დაუქნია და გაესაუბრა

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილმა ერთ-ერთმა ნოველამ შესარჩევი ეტაპი გაიარა, მაგრამ გამარჯვება და პრიზის აღება ვერ შეძლო.

ნოველის დაწერისას პროგრამისტების ჯგუფმა ჰაკოდატის უნივერსიტეტის პროფესორ ხიტოსი მაცუბარას ხელმძღვანელობით კომპიუტერში შეიყვანა მონაცემები სიუჟეტისა და პერსონაჟების შესახებ, ხოლო სპეციალურმა პროგრამამ ამის მიხედვით ნაწარმოები შექმნა, წინადადებების ასაწყობად კი მიცემული ლექსიკური მარაგი გამოიყენა.

ეს პროექტი 2012 წელს დაიწყო და მის ინიციატორებს მომავალი წარმატებების იმედი აქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0