სინგაპურში ნანიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ადამიანს ძალიან მიმსგავსებული რობოტი-კომპანიონი წარმოადგინეს, რომელიც ასაკოვან ხალხთან სამუშაოდ შეიქმნა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ახდენდა ურთიერთობის უნარების დემონსტრირებას ნადინი.
სინგაპურში ნანიანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შექმნილი რობოტი-კომპანიონი სახელად ნადინი იმეორეს ადამინის მოძრაობებს და შეუძლია დიალოგში ჩაერთოს.
ის იმახსოვრებს ყველაფერს რასაც ეუბნებიან, შეუძლია გამოხატოს ემოციები — იღიმის ან ბრაზობს შესაბამის სიტუაციაში. მას ასევე შეუძლია შეხვედრისას ხელის ჩამორთმევა და დამშვიდობების ნიშნად ხელის დაქნევა.
ნადინი – შექმნელის, პროფესორ ნადი ტელმანის ზუსტი ასლი. მათ სიმაღლეც კი ერთი აქვთ – 168 სმ. ჯერ-ჯერობით რობოტს მხოლოდ ჯდომა შეუძლია, ის ჯერ ვერ დადის. მაგრამ, შემქმნელების თქმით, ნადინის სრულყოფის შემდეგ ნაბიჯი სწორედ ეს იქნება.
რობოტი-კომპანიონები იქმნება ასაკოვან ხალხთან და ბავშვებთან სამუშაოდ, როგორც დამხმარეები სახლსა თუ სამსახურში. მომავალში ისინი ასევე შეძლებენ მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში მუშაობას.