აჭარაში რესტორნების ბიზნესის ხარისხს აუმჯობესებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკაფე
კაფე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანელმა ექსპერტმა ჰანს ულიხ ტროსიენმა აჭარაში მოქმედი კვების ობიექტების მენეჯერებს ტრენინგები ჩაუტარა და მათ მუშაობის საკუთარი 30-წლიანი გამოცდილება გაუზიარა.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. აჭარაში „რესტორნების ბიზნესის“ დონეს ამაღლებენ — რეგიონის კვების ობიექტების მენეჯერებს ტრენინგი გერმანელმა ექსპერტმა ჰანს ულიხ ტროსიენმა ჩაუტარა, განაცხადეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

ტრენინგების დროს ჰანს ულიხ ტროსიენმა მონაწილეებს აუხსნა, თუ რა მსოფლიო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს რესტორანი და მათ თავისი 30-წლიანი გამოცდილების შესახებ უამბო.

სრული სიბნელე და უსინათლო ოფიციანტები: უჩვეულო რესტორანი თბილისში - Sputnik საქართველო
სრული სიბნელე და უსინათლო ოფიციანტები: უჩვეულო რესტორანი თბილისში

გერმანელმა ექსპერტმა ყურადღება ისეთ დეტალებზე გაამახვილა, როგორებიცაა რესტორნის ორგანიზება, ინტერიერისა და სამზარეულოს მოწყობა, მოსამსახურე პერსონალის მართვა, სტუმრის დახვედრა, სუფრის ეტიკეტი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა ერთობლიობაც საბოლოო ჯამში რესტორნის რეპუტაციასა და მომსახურების ხარისხს განსაზღვრავს.  

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ისინი ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ კადრებს უფასო ტრენინგებს ყოველკვირეულად სთავაზობენ.

„ჩვენი სატრენინგო ცენტრის მიზანია გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი რეგიონში. ტრენინგებზე დასწრება უფასოა და დარგში დასაქმებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი სურვილის მიხედვით შეარჩიოს რა სახის ტრენინგზე ურჩევნია დასწრება. ამისთვის ჩვენ წინასწარ გავწერეთ ტრენიგების განრიგი სამ თვეზე და ინფორმაცია ტრენინგის თემის, ტრენერისა და მისი ჩატარების თარიღის შესახებ განთავსებული გვაქვს ვებგვერდზე recommend.ge. ვფიქრობ, წლის ბოლოს ეს ტრენინგები შედეგს აუცილებლად გამოიღებს და აისახება მომსახურების ხარისხზე“, — განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0