სრული სიბნელე და უსინათლო ოფიციანტები: უჩვეულო რესტორანი თბილისში

გამოწერა
თბილისში გაიხსნა პირველი რესტორანი, სადაც სტუმრებს სრულ სიბნელეში ემსახურებიან. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - ოფიციანტებად რესტორანში უსინათლოები მუშაობენ, ხოლო კლიენტმა წინასწარ არ იცის, რომელ კერძს მიუტანენ.

თბილისში გაიხსნა პირველი რესტორანი, სადაც სტუმრებს სრულ სიბნელეში ემსახურებიან. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის — ოფიციანტებად რესტორანში უსინათლოები მუშაობენ, ხოლო კლიენტმა წინასწარ არ იცის, რომელ კერძს მიუტანენ.

„ჩვენი რესტორანი განსაკუთრებულია. სტუმრები აქ სრულ სიბნელეში სხედან. გარდ ამისა, ჩვენ კლიენტებს უჩვეულო კერძებს ვთავაზობთ, რომლებიც გამოირჩევა გემოთი, სურნელითა და ტექსტურით. ასევე ეს პირველი რესტორანია თბილისში, სადაც უსინათლოები არიან დასაქმებულები ოფიციანტებად. მათ სტუმრები მიყავთ მაგიდებამდე და შემდეგ, როგორც წესია, ემსახურებიან“, — თქვა რესტორან Firs Sense თანადამფუძნებელმა ანა გვენცაძემ.

რესტორნის სტუმრებს მენიუს სამ ძირითადად ვარიანტს სთავაზობენ — ხორცის, ზღვის პროდუქტებისა და ვეგეტარიანულს. რა კერძი მომზადდება, ამას შეფ-მზარეული წყვეტს. კლიენტს კი შეუძლია წინასწარ გააფრთხილოს ადმინისტრაცია, თუ რომელიმე პროდუქტზე ალერგია აქვს. ამ დროისათვის რესტორანში, რომელიც ლადო ასათიანის #33-ში მდებარეობს, სამი უსინათლოა დასაქმებული.


ყველა ახალი ამბავი
0