საქართველოს შსს-ს ყოფილ ჩინოვნიკს დაუსწრებლად ორი წლით პატიმრობა შეუფარდეს

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოდუა საერთაშორისო ძებნაში იყო 2014 წლიდან, მაგრამ გასულ წელს ინტერპოლმა მისი ძებნა შეწყვიტა. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთ საქმეს განიხილავს, სადაც ის ფიგურირებს.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორ ეპიზოდში სცნო დამნაშავედ, მაგრამ გაამართლა „თაღლითობის“ ნაწილში და დაუსწრებლად თავისუფლების ორი წლით აღკვეთა მიუსაჯა, განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.

ბრალდების მიხედვით, 2008-2009 წლებში ერეკლე კოდუამ ერთ-ერთ დაკავებულს სახელმწიფოსთვის ორი ავტომობილის შეძენა მოსთხოვა, ხოლო კიდევ ერთი დაკავებულის ძმას — კოდუას დედის მიერ ნაყიდი Lexus-ის მარკის ავტომობილის საფასურის გადახდა და დამატებით კიდევ ერთი მანქანის ყიდვა. სამაგიეროდ ის მათ გათავისუფლებას დაჰპირდა. პროკურატურა ყოფილ ჩინოვნიკს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თაღლითობაში სდებდა ბრალს.

ინტერპოლი - Sputnik საქართველო
ინტერპოლმა კიდევ ერთი ქართველი ჩინოვნიკის ძებნა შეწყვიტა

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ერეკლე კოდუა დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისთვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება)“, — აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ამჟამად კოდუა ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფება, რომელმაც ის პოლიტიკურ დევნილად აღიარა. ის ასევე საერთაშორისო ძებნაში იყო 2014 წლის აპრილიდან, მაგრამ გასული წლის დეკემბერში ინტერპოლმა მისი ძებნა შეწყვიტა. სამშობლოში შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე წაუყენეს ბრალდება.

ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთ საქმეს განიხილავს, სადაც კოდუა ფიგურირებს.

საუბარია საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, სადაც კოდუას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ედება ბრალი.

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე კოდუასთან ერთად საქმეში ფიგურირებენ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0