საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ფეხბურთში ელიტ-რაუნდში ინგლისელებთან წააგო

© GFFსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები U-19
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები U-19 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები შემდეგ ორთაბრძოლას 26 მარტს ელიტ-რაუნდის მასპინძელ ესპანეთის გუნდთან გამართავს.

თბილისი, 25 მარტი– Sputnik. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ფეხბურთში (U-19) ინგლისის ნაკრებთან წააგო ანგარიშით 1:2. მატჩი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის ფარგლებში ჩატარდა, იუწყება უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა სან-მარინოს მოუგო

ბრიტანელები შეხვედრის უკვე მეათე წუთზე 2:0 იგებდნენ. გოლები გაიტანეს ტემი აბრაჰამმა და ჯოშუა ონომმა.

გიორგი ყიფიანის გუნდმა ბურთის გატანა მხოლოდ შეხვედრის ბოლოს შეძლო. გოლის ავტორი გურამ გოშთელიანია.

პარალელურ მატჩში ელიტ-რაუნდის მასპინძლებმა — ესპანელებმა საბერძნეთის გუნდს სძლიეს 2:0 და ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ.

შემდეგ ორთაბრძოლას საქართველოს ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ 26 მარტს ჩაატარებს.

კონტინენტური პირველობის ელიტ-რაუნდში შვიდ ჯგუფად დაყოფილი 28 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის ფინალში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გავა, მათ მასპინძელი გუნდი შეუერთდება.
2016 წლის ევროპის ჩემპიონატი U-19 გერმანიაში მიმდინარე წლის ივლისში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0