საგარეო საქმეთა მინისტრი რეგიონულ კონფლიქტებსა და სომხეთთან ურთიერთობებზე

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერევანში სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ედვარდ ნალბანდიანმა და მიხეილ ჯანელიძემ პარასკევს გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. სომხეთმა და საქართველომ, მიუხედავად საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა ვექტორისა, არსებული პროექტების ფარგლებში ურთიერთქმედებების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო პროცესების გამოყენების გზები მონახეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ერევანში გამართულ ბრიფინგზე, იუწყება „Sputnik სომხეთი“.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტები აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, ასევე ორი მოძმე მეზობელი ხალხის — ქართველებისა და სომხების მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა. ის ფაქტი, რომ ერევანში ჯანელიძე ბაქოს შემდეგ ჩამოვიდა, რეგიონში ოფიციალური თბილისის დაბალანსებული პოლიტიკის გატარების ერთგულებაზე მეტყველებს.

„სომხეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნებია და ეს მეგობრობა საუკუნეებიდან მოდის“, — დასძინა ჯანელიძემ.

მან აღნიშნა, რომ სხვადასხვა ამპლუაში სომხეთში არაერთხელ ყოფილა და ქვეყნის განვითარების დადებითი დინამიკის ნახვა უხარია.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა თავის სომეხ კოლეგასთან, რომელზეც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსა და კონტაქტების გააქტიურებაზე იმსჯელეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ყოველთვის უხარია თავისი ქართველი კოლეგების ხილვა, ორ ქვეყანას შორის ხომ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ჩამოყალიბდა.

„რომ ვთქვათ, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობები კეთილმეზობლურია, ეს, პრაქტიკულად, ნიშნავს, რომ არაფერი არ ვთქვათ. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კვლავ ღრმავდება და ვითარდება“, — განაცხადა მან და დასძინა, რომ ქართველებსა და სომხებს შორის გადაუჭრელი საკითხები არ არსებობს.

მხარეებმა ასევე 80-ზე მეტი ერთობლივი შეთანხმების საკითხები განიხილეს, რომლებიც ორმხრივ თანამშრომლობაზე დადებითად მოქმედებს და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას წარმოადგენს. განხილულ საკითხთა შორისაა სატრანსპორტო სისტემის, ტურიზმის, ენერგეტიკული სფეროს განვითარება.

© Асатур Есаянцმიხეილ ჯანელიძე და ედვარდ ნარბანდიანი
მიხეილ ჯანელიძე და ედვარდ ნარბანდიანი - Sputnik საქართველო
მიხეილ ჯანელიძე და ედვარდ ნარბანდიანი

„ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოში სომხური ძეგლების დაცვისა და შენარჩუნების თვალსაზრისით და სომხური ეკლესიის სურბ–გევორქის გახსნა ამის ნათელი დადასტურებაა“, — დასძინა ნალბანდიანმა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჯანელის პირველი ოფიციალური ვიზიტია სომხეთში, საგარეო საქმეთა ორი მინისტრის შეხვედრა მიუნხენში თებერვლის შეხვედრის შემდეგ რიგით მეორეა.

ჯანელიძის ვიზიტი სომხეთში რეგიონული გაცნობითი ხასიათის ვიზიტების გაგრძელებაა. ის თვის დასაწყისში უკვე ეწვია ბაქოს. თავად ვიზიტის ფორმატი მეტყველებს, რომ ერევანში სომხეთის ხელმძღვანელობასთან სომხურ-ქართული დღის წესრიგის ყველა აქტუალურ თემას განიხილავენ.

სომხეთის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საქართველო-სომხეთის ურთიერთობების გააქტიურება არჩევნებს უკავშირდება

კერძოდ, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ოვიკ აბრამიანთან შეხვედრისას განიხილავენ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში სამთავრობოთაშორისი კომისიის მუშაობის პროცესს. ასევე აღინიშნება პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნალბანდიანი თბილისში მოიწვია და აღნიშნა, რომ მისი ნახვა ნებისმიერ დროს გაუხარდება.

საქართველოს დელეგაცია მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით პარასკევს ერევანში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალურ კომპლექს „ციცერნაქაბერდს“ ეწვია და გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო.

ყველა ახალი ამბავი
0