საბავშვო ბაღების გაფიცული პედაგოგები, შესაძლოა, სამსახურიდან გაათავისუფლონ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმშობლები ბავშვთან ერთად
მშობლები ბავშვთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაფიცულნი არიან იმ ბაგა-ბაღების მასწავლებლები, რომელთა დირექტორები სააუდიტორო შემოწმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოუწოდებს ბაგა-ბაღების ყველა თანამშრომელს, ნუ შეუქმნიან მშობლებს დისკომფორტს საკუთარი უპასუხისმგებლო საქციელით, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პასუხისგება მოუწევთ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბავშვო ბაღების აღმზრდელები პროტესტს გამოთქვამენ სააგენტოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორთა ნაწილი აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე გაათავისუფლა. სულ თანამდებობიდან 25 ბაგა-ბაღის დირექტორი გათავისუფლდა. 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოუწოდებს ბაგა-ბაღების ყველა თანამშრომელს, ნუ ჩაერთვებიან ხელოვნურად მართულ პროცესებში, ნუ ჩაშლიან სააღმზრდელო პროცესს და ნუ შეუქმნიან მშობლებს დისკომფორტს საკუთარი უპასუხისმგებლო საქციელით. „გვინდა, მოგმართოთ, რომ თუ კიდევ გაგრძელდება სააღმზრდელო პროცესის ჩაშლის მცდელობა, ნებისმიერი თანამშრომელი აგებს პასუხს საბავშვო ბაღის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესის ჩაშლისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში. 

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისში დარღვევებისთვის საბავშვო ბაღების 25 დირექტორი გაათავისუფლეს

ინფორმაციის თანახმად, სააგენტოს ცხელ ხაზზე შევიდა არაერთი ზარი, რომლითაც მშობლები იტყობინებოდნენ, რომ ბაღის ადმინისტრაცია არ იტოვებს ბავშვს ბაღში. "მშობლები არიან შეშფოთებული და გვთხოვენ, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ზომები მივიღოთ“, — ნათქვამია განცხადებაში.

გაფიცული პედაგოგები, თავის მხრივ, არ აპირებენ დაემორჩილონ სააგენტოს და შეწყვიტონ გაფიცვა. ამის შესახებ ერთ-ერთმა პედაგოგმა მანანა ბარათაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 

სააუდიტორო სამსახურმა დედაქალაქის საბავშვო ბაღებში ინსპექტირება 2015 წლის იანვრიდან დეკემბრამდე ჩაატარა. სულ თბილისში 161 ბაღი შემოწმდა. 


ყველა ახალი ამბავი
0