საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში დაღუპულებს გლოვობს

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორიზმი აბსურდულია და მიმართულია ყოველგვარი ადამიანურის, ჰუმანურის და ცივილიზებულის წინააღმდეგ, დაწერა გიორგი მარგველაშვილმა სამძიმრის წიგნში.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩანაწერი დატოვა სამძიმრის წიგნში, რომელიც თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობაში ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით გაიხსნა, განაცხადეს სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციაში.

ბელგიის პოლიცია - Sputnik საქართველო
შეტევა ევროპის გულზე: რატომ ახლა და რატომ ბრიუსელი?

სამძიმრის წიგნში ბელგიელი ხალხის მხარდამჭერი ჩანაწერები უკვე გააკეთეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

„შეძრწუნებული ვარ იმ საშინელი ტრაგედიით, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ ქალაქში, ბრიუსელში მოხდა. ტერორიზმი აბსურდულია და მიმართულია ყოველგვარი ადამიანურის, ჰუმანურის და ცივილიზებულის წინააღმდეგ. გულწრფელად ვგლოვობ დაღუპულთა ოჯახების წევრებთან ერთად და გიცხადებთ ჩემი და ქართველი ხალხის თანადგომას“, — დაწერა პრეზიდენტმა.

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში 22 მარტს ორი აფეთქება მოხდა. მესამე აფეთქება მოგვიანებით მეტროში განხორციელდა. შეტევებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტების შედეგად დაიღუპა 31 და დაიჭრა 300 ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0