თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სომხეთის პოლიცია ერევნის აეროპორტ „ზვარტნოცში“ გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებს, განუცხადეს „Sputnik სომხეთის“ კორესპონდენტს სამართალდამცველ ორგანოებში.
„ინფორმაცია მოწმდება. არანაირი დეტალური ინფორმაციის მოწოდება არ შეგვიძლია“, — განაცხადა ანონიმურმა წყარომ.
უფრო ადრე აეროპორტის პრეს-მდივანმა გევორქ აბრამიანმა განაცხადა, რომ აეროპორტი საშტატო რეჟიმში მუშაობს და არანაირი პანიკა არ არის.
ამასთან, როგორც „Sputnik სომხეთს“ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოში განუცხადეს, მათ არ მიუღიათ სიგნალი ბომბის შესახებ, რომელიც თითქოს ერევანი-მოსკოვის რეისის ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზეა, თუმცა აეროპორტში ორი ჯგუფი მაინც გაგზავნეს.