თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სომხეთის პოლიცია ამოწმებს ინფორმაციას ერევანი-მოსკოვის რეისის თვითმფრინავის დაგეგმილი აფეთქების შესახებ. ეს ინფორმაცია „Sputnik სომხეთს“ პოლიციაში დაუდასტურეს.
„ინფორმაცია მოწმდება“, — განაცხადა სომხეთის პოლიციის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა არმენ მალხასიანმა.
მანამდე რიგმა საინფორმაციო საშუალებებმა გაარცელეს ინფორმაცია, რომ ერევნის საერთაშორისო აეროპორტ „ზვარტნოცში“ თავმოყრილია საგანგებო სიტუაციების, ეროვნული უშიშროების, პოლიციის სამსახურების თანამშრომლები და გამნაღმველები.