ჯვრის მონასტრის კედელზე ვანდალური წარწერები გამოჩნდა

© Flickr / Luigi Guarinoჯვრის მონასტერი
ჯვრის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს ჯვრის მონასტრის კედლებზე გამოჩენილი წარწერების გამო.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება დაიწყო ჯვრის მონასტრის კედელზე არაბულ, თურქულ და ლათინურ ენებზე გაკეთებულ წარწერებთან დაკავშირებით, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური ხუთშაბათს. 

იმის შესახებ, რომ უცნობმა პირებმა მონასტრის კედლებზე  წარწერები დატოვეს, სოციალური ქსელის წარმომადგენელმა 23 მარტს გააკეთა განცხადება თავის Facebook-ის გვერდზე და იქვე დამამტკიცებელ საბუთად მონასტრის კედლის ფოტო გამოაქვეყნა. 

© NINO MIYVARS TBILISI-MTEBI ANDRIASOVAწარწერები ჯვრის მონასტრის კედელზე
წარწერები ჯვრის მონასტრის კედელზე - Sputnik საქართველო
წარწერები ჯვრის მონასტრის კედელზე

„დაკავებულები არ არიან. მიმდინარეობს გამოძიება. როდის გაჩნდა წარწერები, ამის დაზუსტებით თქმა არ შეგვიძლია“, — განაცხადეს შსს-ს პრეს-სამსახურში. 

თუშეთი - Sputnik საქართველო
Google Maps 200–ზე მეტი ქართული არქიტექტურული ძეგლის მოძიების შესაძლებლობას იძლევა

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2592 მუხლის მესამე ნაწილით („ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების განადგურება, ასევე დაზიანება ან განადგურება ძეგლების, რომლებიც შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში“), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან რვა წლამდე. 

ჯვრის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედის, ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. 

 


ყველა ახალი ამბავი
0