ექსპერტი: მოლაპარაკებები გალში ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტას დაეხმარება

ტყუილის ფენომენი
გამოწერა
ჟენევის მოლაპარაკებების 35-ე რაუნდის მთავარი შედეგი გალში მოლაპარაკებების აღდგენა გახდა, რაც თანათავმჯდომარეებმა და შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მუშაობის აღდგენა რიგი ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას დაეხმარება, მიიჩნევს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

რიცა - Sputnik საქართველო
თბილისსა და სოხუმს შორის მოლაპარაკებები აღდგება

გადაწყვეტილება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მუშაობის აღდგენის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების 35-ე რაუნდზე მიიღეს. მოლაპარაკებები ოთხი წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.

„ეს ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. თუ ოსებთან ამგვარ შეხვედრებს გადავხედავთ, ძალზე ბევრი ჰუმანიტარული ხასიათის საკითხი წყდება ამ შეხვედრებზე. იქ, როგორც წესი, ჰუმანიტარული საკითხები წყდება და არა პოლიტიკური“, — განუცხადა არეშიძემ  Sputnik-ს.

მაგალითად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრები გალში აფხაზეთის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას დაეხმარება, აღნიშნა ექსპერტმა.

ენგურის წყალსაცავში წყლის შემცირების გამო მიმდინარე წლის 25 იანვრიდან აფხაზეთის მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. ენგურჰესის კაშხალი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, მართვის პულტი — აფხაზურ მხარეზე.

ყველა ახალი ამბავი
0