თბილისსა და სოხუმს შორის მოლაპარაკებები აღდგება

© photo: Sputnik / Михаил Мокрушин / გადასვლა მედიაბანკშირიცა
რიცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟენევის მოლაპარაკებების 35-ე რაუნდის მთავარი შედეგი გალში მოლაპარაკებების აღდგენა გახდა, რაც თანათავმჯდომარეებმა და შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ოთხწლიანი შესვენების შემდეგ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მუშაობა აღდგება, რომელიც ითვალისწინებს თბილისისა და სოხუმის წარმომადგენლებს შორის აქტუალურ საკითხებზე მოლაპარაკებებს, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეთანხმებას გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების დაწყების შესახებ 2009 წლის 1 ივლისს მიაღწიეს. შეხვედრებში მონაწილეობდნენ თბილისის, სოხუმის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები. თუმცა 2012 წლის აპრილში გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მუშაობა შეჩერდა სოხუმის პოზიციის გამო.

გალში მოლაპარაკებების აღდგენის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების 35-ე რაუნდის შედეგების მიხედვით გახდა ცნობილი.

ხანგრძლივი კონსულტაციებისა და ძალისხმევის შედეგად მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის აღდგენის თაობაზე, რაც განსაკუთრებით პოზიტიურად შეფასდა როგორც თანათავმჯდომარეების, ისე მონაწილეთა მხრიდან, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. დღეს ეს სოხუმს, ცხინვალსა და თბილისს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. დიალოგში ასევე მონაწილეობენ რუსეთი, აშშ, გაერო, ეუთო და ევროკავშირი.

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 14-15 ივნისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0