ბერლინის გამოფენაზე საქართველო საუკეთესო ღვინის მიმართულებად დასახელდა

© FB/ Conde Nast Travellerსაქართველო, ღვინო, ტურიზმი
საქართველო, ღვინო, ტურიზმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე საქართველო 19-მა კომპანიამ წარმოადგინა, რომლებმაც მოლაპარაკებები გამართეს პოტენციურ პარტნიორებთან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2016 საქართველო საუკეთესო ღვინის მიმართულებად დასახელდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კი გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თალებ რიფაიმ სპეციალური ჯილდო გადასცა, იუწყება საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი.

ITB 2016 გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 19 კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. 

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
საით მიდის ქართული ღვინის გზა?

გამოფენის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო მარკეტინგის და საპრომოციო სააგენტოებთან, ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან, ტურისტული სერვისის მიმწოდებლებთან, ტუროპერატორებთან და სხვადასხვა გამოფენების ორგანიზატორებთან.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენას 120 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობდა. ITB 2016-ზე 187 სახელმწიფო იყო წარმოდგენილი.


ყველა ახალი ამბავი
0