საქართველოში ვეტერანებისთვის 25 მილიონ ევროდ ჰოსპიტალს ააშენებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვეტერანთა სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა პირობა დადო, რომ რეგიონში საუკეთესო სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თბილისში ვეტერანებისთვის ახალ სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრს ააშენებენ, განაცხადა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა.

აპრილში ვეტერანთა სამსახური და ესპანური კომპანია Technova გააფორმებენ მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რის შემდეგაც ვეტერანებისთვის ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დაიწყება.

ესპანელები პროექტისთვის 25 მლნ ევროს გამოყოფენ.

ქართველი ვეტერანები, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
თბილისში ვეტერანებისათვის ახალ ჰოსპიტალს ააშენებენ

„მინდა ვუთხრა თითოეულ ვეტერანს, რომ ჩვენ გვექნება ყველაზე კარგი სამკურნალო-სარებილიტაციო ცენტრი რეგიონში… ის ყბადაღებული თემა, თითქოს ვეტერანები არავის არ აწუხებს და მათზე არავინ ზრუნავს, დასრულდება. თითოეულ ვეტერანზე თანაბრად გავრცელდება ყველა ის სიკეთე, რასაც სახელმწიფო შესთავაზებს მათ", — განაცხადა შიხიაშვილმა პრესკონფერენციაზე.

იანვარში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტრომ თბილისის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დაფინანსება შეწყვიტა. კლინიკა ვეტერანების უფასო სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფდა.

ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ვეტერანები საყოველთაო დაზღვევით არიან უზრუნველყოფილი, ამიტომ ჰოსპიტლის არსებობა აუცილებელი აღარ არის. ამ გადაწყვეტილებამ ვეტერანთა შორის უკმაყოფილება გამოიწვია.

„გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდათ სურვილი წარმოეჩინათ ისე, თითქოს სახელმწიფო არ ზრუნავს ვეტერანებზე, მათ ჯანდაცვაზე, არ ზრუნავს იმაზე, რომ ვეტერანებს ჰქონდეთ სპეციალიზირებული ჰოსპიტალი…  ესპანურ კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ორ თვეზე მეტია. შევჯერდით იმაზე, რომ ესპანური მხარე საქართველოში ვეტერანების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას გეგმავს", — განაცხადა შიხიაშვილმა.

ახალი ჰოსპიტლის აშენებამდე ვეტერანებს საშუალება ექნებათ უფასო სამედიცინო მომსახურება მიიღონ კლინიკა „ლანცეტში“. ამ კლინიკასთან შესაბამისი მემორანდუმი ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურმა უკვე გააფორმა.

ყველა ახალი ამბავი
0