თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ვეტერანებისათვის ახალი ჰოსპიტალის მსენებლობას დააფინანსებს მანამდე კი სამედიცინო სამსახური სხვა კლინიკაში განაგრძობს ფუნქციონირებას, განაცხადეს ვეტერანთა სახემწიფო სამსახურში პარასკევს.
ომის ვეტერანები გეგმავდნენ საპროტესტო აქციების მოწყობას თბილისის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალისათვის დაფინანსების აღდგენის მოთხოვნით. ეს ჰოსპიტალი მათ უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევდა.
„ვეტერანთა ჰოსპიტალის შენობა ამორტიზებულია და აღარ შეუძლია თავისი ფუნქციის შესრულება“, — განაცხადა პრესკონფერენციაზე ეროვნული გვარდიის წევრმა მერაბ პაპასკირმა.
საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს ჰოსპიტალის ახალი სენობისათვის ტერიტორიის გამოყოფაზე. მაგრამ სანამ ახალი შენობა აშენდება, ჰოსპიტალი სხვა კლინიკაში განთავსდება.
„ვეტერანტა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, ვეტერანთა 70 —მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული ჰოსპიტალის პრობლემის გადაწყვეტის საკითხში“, — თქვა ვეტერანმა დოდო გუგეშაშვილმა.
მისი თქმით, წელიწად ნახევრის განმავლობაში 8 ათასმა ვეტერანმა მიიღო შესაბამისი მომსახურება დაწყებული წამლების დაფინანსებიდან და მაღალტექნოლოგიური კვლევებით დამთავრებული.
„ჩვენი სახელით გააკეთეს განცხადებები, რომელთაც არ ვიზიარებთ. ჩვენ გავეცანით ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მუშაობას… აღდგა ვეტერანთა ღირსება, ყველა ვეტერანისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“, — თქვა ვეტერანთა 18 არასამტავრობო ორგანიზაციის წევრმა თემურ ბაძაღუამ.