საუდის არაბეთი საქართველოს ტურისტული პოტენციალითაა დაინტერესებული

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური ვითარება გააცნო და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პერსპექტივებზე ესაუბრა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საუდის არაბეთი დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას.

დავით უსუფაშვილი და საუდის არაბეთის პრინცი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საუდის არაბეთის პრინცს შეხვდა

უსუფაშვილი საუდის არაბეთში ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს გაემგზავრა, სადაც უმაღლეს დონეზე რიგი შეხვედრები გამართა.
 „საუდის არაბეთი დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალით… ასე რომ, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, კულტურული თვალსაზრისითაც, ვფიქრობ, ჩვენმა ვიზიტმა მნიშვნელოვნად წასწია წინ ქვეყნებს შორის ურთიერთობა“, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ საუდის არაბეთის დელეგაცია საპასუხო ვიზიტით საქართველოში წლის განმავლობაში ჩამოვა.
„ისეთი ძლიერი და გავლენიანი ქვეყანა, როგორიც საუდის არაბეთია, რომელიც მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში თავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს, დაინტერესებულია საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობებით“, — აღნიშნა მან.

ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა საუდის არაბეთის მეფეს სალმან იბნ აბდულაზიზ ალ საუდს (Salman bin Abdulaziz Al Saud), პრინც ალ ვალიდ ბენ ტალალ ბენ აბდულაზიზ ალ საუდს (Alwaleed Bin Talal Bin Abdulaziz Al Saud) და საუდის არაბეთის სამეფოს აშ-შურის (პარლამენტის) თავმჯდომარეს აბდულა ბინ მუჰამად ბინ იბრაჰიმ ალ-შეიხს (Abdullah Bin Mohammed Bin Ibrahim Al-Sheikh).

ყველა ახალი ამბავი
0