საქართველოში ყოველდღიურად, სულ ცოტა, ხუთ ძაღლს კლავენ

© photo: Sputnik / Константин Чалабов / გადასვლა მედიაბანკშიუპატრონო ძაღლი
უპატრონო ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იყო შემთხვევები, როცა ძაღლს აგური ჩამოჰკიდეს და მტკვარში გადააგდეს, ან, უბრალოდ, ესროლეს იარაღიდან, ამბობს „ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ ხელმძღვანელი.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა საქართველოსათვის დიდი პრობლემაა ხოლო ქვეყნის ხელისუფლება არასაკმარისად ეფექტურად რეაგირებს მსგავს ინციდენტებზე, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოველთა დაცვის ფედერაციის" ხემძღვანელმა თემურ ლაჭყეპიანმა. 

საქართველოს პარლამენტის კომიტეტები იწყებენ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვას, რომლებიც პატრონებს ავალდებულებს, მოუარონ შინაურ ცხოველებს, ხოლო სასტიკი მოპყრობა დაისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. 

„ცხოველების მკვლელობისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტები იშვითად არის რეზონანსული. სანამ ჩვენ ხმაურს არ ავტეხთ, არ ჩავრთავთ მედიას, არ არის არანაირი რეაქცია. ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია. დღეში ხუთამდე ძაღლს კლავენ, თუ მეტს არა“, — უთხრა ლაჭყეპიანმა Sputnik-ს. 

მისი თქმით შინაური ცხოველები უფრო ხშირად ხდებიან მსხვერპლი, ვიდრე ქუჩის ძაღლები.

გოგონები ერთ-ერთ პარკში - Sputnik საქართველო
საქართველოში ცხოველის მოკვლისთვის, შესაძლოა, პატიმრობა დაწესდეს
 

„როცა პატარები არიან, ცოტას ჭამენ, ხოლო როცა იზრდებიან, სულ უფრო მეტი საკვები სჭირდებათ, რაც აღიზიანებს ზოგიერთ პატრონს. იყო შემთხვევები, როცა ძაღლს აგური ჩამოჰკიდეს და მტკვარში გადააგდეს, ან, უბრალოდ, ესროლეს იარაღიდან, ხოლო მათი ლეკვები ორმოში ჩაყარეს, მხოლოდ ერთეულები გადარჩნენ“, — თქვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. 

არასამთავრობო ორგანიზაციაში თვლიან, რომ ახალი კანონის მიღება აუცილებელია, თუმცა მას არ შეუძლია უზრუნველყოს კონტროლი ცხოველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. ლაჭყეპიანის აზრით, აუცილებელია შეიქმნას სოციალური სამსახური, რომელიც ცხოველთა დაცვით დაკავდება. 

კერძოდ, ფონდის ხელმძღვანელი თვლის, რომ აუცილებელია ამუშავდეს ცხელი ხაზი, შემოღებულ იქნას პატრულირება და შემოწმდეს რეგისტრირებული ცხოველები. 


ყველა ახალი ამბავი
0