აშშ-ის გენერალი საქართველოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას სთავაზობს

© Минобороны Грузииფილიპ მარკ ბრიდლავი და თინა ხიდაშელი
ფილიპ მარკ ბრიდლავი და თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილიპ მარკ ბრიდლავმა საქართველოში ვიზიტისას ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა და პრეზიდენტისგან „ოქროს საწმისის“ ორდენი მიიღო.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპაში ნატოს ჯარების სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფილიპ მარკ ბრიდლავმა (Philip M. Breedlove) განაცხადა, რომ ტერორისტული შეტევების პრევენციისთვის საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა, ასევე ყველა თანამოაზრემ სადაზვერვო ინფორმაცია უნდა გაცვალონ.

სამშაბათს ბრიუსელში მომხდარმა აფეთქებებმა მთელი მსოფლიოს საზოგადოება შეძრა. საქართველოში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, ხოლო საზღვრებსა და აეროპორტებში კონტროლი გამკაცრდა.

პოლიცია ბრიუსელის მეტროში - Sputnik საქართველო
ალადაშვილი: ბრიუსელის ტერაქტი უკვე მსოფლიოს პრობლემაა

"ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის კუთხით. ერთნაირად მოაზროვნე სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ ტერორიზმთან გასამკლავებლად და აღსაკვეთად. დაზვერვის ინფორმაციის გაცვლას ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს“, — განაცხადა ბრიდლავმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში.

მას ეთანხმება საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, რომელმაც ამერიკელ გენერალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ევროპის პასუხი ტერორისტების მიმართ უნდა იყოს ხისტი, მაგრამ ეს მთავარი ევროპული ღირებულებების შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

ფილიპ მარკ ბრიდლავი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 22 მარტს ეწვია. ის ქვეყნის თავდაცვის მინისტრსა და შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. მან ასევე ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვარი დაათვალიერა. ამის გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავადაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის აშშ-ის გენერალი „ოქროს საწმისის“ ორდენით დააჯილდოვა.

ყველა ახალი ამბავი
0