საქართველოს პროკურატურამ გასულ წელს მოზარდებთან სექსის 189 შემთხვევა დააფიქსირა

© Flickr/ Samantha Dunneმოზარდები
მოზარდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავად დაზარალებულებმა პოლიციას მომხდარის თაობაზე მხოლოდ ექვს შემთხვევაში აცნობეს.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოში 2015 წელს თექვსმეტ წელს მიუღწეველი პირების მიმართ სექსუალური ხასიათის 189 დანაშაული დაფიქსირდა, განაცხადეს ქვეყნის მთავარ პროკურატურაში.

აქედან სისხლის სამართლის 183 საქმე უშუალოდ სისხლის სამართლის კოდექსის 140–ე მუხლით („სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან“) აღიძრა, დანარჩენი ექვსი თავდაპირველად სხვა მუხლებით იყო აღძრული, თუმცა მოგვიანებით ზემოხსენებული მუხლით გადაკვალიფიცირდა.

28 შემთხვევაში საქმე დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის საფუძველზე შეწყდა.

გოგონა მობილურით - Sputnik საქართველო
საქართველოში ქალთა მკვლელობის ძირითად მიზეზად ოჯახური ძალადობა აღარ სახელდება

67 შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო ქვემო ქართლში, კახეთში სისხლის სამართლის 29 საქმე აღიძრა 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის გამო, აჭარაში – 24, ხოლო სამეგრელო–ზემო სვანეთში — 21 საქმე.

დასავლეთ საქართველოს დანარჩენ რეგიონებში (იმერეთში, რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში) 27 საქმეზე დაიწყო გამოძიება, შიდა ქართლში — 12 საქმეზე, ხოლო სამცხე–ჯავახეთში ორ საქმეზე.

რაც შეეხება თბილისს, აქ 2015 წელს სისხლის სამართლის შვიდი საქმე აღიძრა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების განხორციელების ბრალდებით.

ასეთ დანაშაულზე პოლიციას 125 შემთხვევაში სამოქალაქო რეესტრმა აცნობა, ოც შემთხვევაში — ოჯახის წევრებმა, 15 შემთხვევაში — სამედიცინო დაწესებულებებმა და ორ შემთხვევაში — ახლობლებმა.

პოლიციაში მომხდარის თაობაზე ექვსმა დაზარალებულმა თავად განაცხადა, ხოლო 21 შემთხვევაში სხვა პირებისგან შევიდა შეტყობინება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება 18 წლიდანაა დაშვებული. 

არასრულწლოვანის ქორწინება, რომელმაც 16 წელს მიაღწია, მშობლების ან მეურვის წინასწარი წერილობითი თანხმობით დაიშვება. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ან მეურვე არ გასცემს თანხმობას ქორწინებაზე, ან საპატიო მიზეზით ვერ გასცემს თანხმობას, დაქორწინების უფლება შესაძლებელია გაიცეს სასამართლოს მიერ.

ყველა ახალი ამბავი
0