თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ძმები დოვბაშები უარყოფენ მათ მონაწილეობას ტერორისტულ საქმიანობაში და სიტუაციის გასარკვევად სპეცსამსახურებს მიმართეს, ამის შესახებ Sputnik–ბელარუსს ივან დოვბაშმა მოუთხრო, რომელსაც ისლამის მიღების შემდეგ სულეიმანი ჰქვია.
ინფორმაცია ბრიუსელის ტერაქტებში ბელარუსი ძმები დოვბაშების მონაწილეობის შესახებ სამშაბათს რუსულ მასმედიაში გამოჩნდა. მოგვიანებით ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამოწმებს ინფორმაციას ძმების ტერაქტში შესაძლო მონაწილეობის შესახებ და რომ უწყება „იცნობს მათ“.
„ჩვენ „თვითმკვლელებს“ მიგვაწერეს, ამასთან ჩვენ არ გვეძებდა პოლიცია, არც კი დაურეკავთ ჩვენთვის“, – უთხრა ერთ-ერთმა ძმამ Sputnik-ს და ხაზგსმით აღნიშნა, რომ ინფორმაციის გადამოწმება ადვილად შეიძლებოდა, კერძოდ იმაზე, იყვნენ თუ არა ისინი ჩასული სირიაში.
„ახლა ჩვენ სპეცსამსახურებს მივმართეთ სიტუაციის გასარკვევად. იქ ჩვენ გვითხრეს, რომ მსგავსი არაფერი სმენიათ და ჩვენ წინააღმდეგ არაფერი აქვთ“, — განაცხადა სულეიმან დოვბაშმა.
ძმები ამტკიცებენ, რომ უდანაშაულონი არიან. ამჟამად ისინი ბელგიაში ცხოვრობენ, სადაც გომელის ოლქიდან რამდენიმე წლის წინ გადასახლდნენ.