წყარო: ბელგიის ტერაქტებში სამი ეჭვმიტანილი ბელარუსის მოქალაქეა

© AFP 2024 / FILIP DE SMETბელგიის პოლიციის თანამშრომელი ბრიუსელის აეროპორტის შესასვლელში
ბელგიის პოლიციის თანამშრომელი ბრიუსელის აეროპორტის შესასვლელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშაბათს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს სადგურებში რამდენიმე აფეთქება მოხდა. დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი, ბევრი სერიოზულად დაიჭრა. გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურა აეროპორტი, ევროპარლამენტის თანამშრომლებს სთხოვენ, არ დატოვონ შენობა.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი სამი პირი ბელარუსის მოქალაქეა. ისინი რამდენიმე წლის წინ წავიდნენ ევროპაში და, როგორც ჩანს, იქ გადაიბირეს, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“ ბელარუსის სამართალდამცველი ორგანოების მაღალჩინოსანი თანამშრომლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„ეჭვმიტანილთაგან ორი — ივან და ალექსეი დოვბაშები გომელის ოლქის მკვიდრნი არიან, კიდევ ერთი — მარატ იუნუსოვი დაღესტნელია, რომელმაც ბელარუსის მოქალაქეობა რამდენიმე წლის წინ მიიღო“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

მისი თქმით, 1988 წელს დაბადებული უფროსი ძმა დოვბაში ბელარუსიდან ბელგიაში სასწავლებლად 2008 წელს წავიდა. მას მალე მიჰყვა უმცროსი ძმაც.

„მას შემდეგ ბელარუსში ისინი იშვიათად ჩამოდიოდნენ. დიდი ალბათობით, არის ინფორმაცია, რომ რაღაც ეტაპზე ისინი გადაიბირეს. ერთი მათგანი უკვე ნამდვილად წვერითაა“, — აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

სააკაშვილი ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილის ცოლ–შვილმა ბრიუსელის აეროპორტიდან ტერაქტს გამოასწრო

მან ასევე დააზუსტა, რომ დაღესტნელ იუნუსოვს ბელარუსის მოქალაქეობის გარდა ასევე ბელგიის მოქალაქეობაც აქვს. სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბელარუსული სპეცსამსახურები „თავიანთ ევროპელ კოლეგებთან მუდმივ კონტაქტში არიან“.

ძმები დოვბაშების დედა გომელის ოლქში ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0