თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ და ვაჟმა ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალში ტერაქტს რამდენიმე საათით გამოასწრეს.
Моя дружина і син провели кілька годин в цьому терміналі Брюссельського аеропорту, який сьогодні вранці підірвали терори…
Posted by Mikheil Saakashvili on 2016 წლის 22 მარტი, სამშაბათი
„ჩემმა მეუღლემ და ვაჟმა რამდენიმე საათი გაატარეს ბრიუსელის აეროპორტში, სადაც დღეს დილით აფეთქება მოხდა, და რამდენიმე საათით გამოასწრეს ტერაქტს. ამ ტრაგედიაზე რომ შევიტყვე, უკვე ვიცოდი, რომ ისინი წამოსულები იყვნენ, მაგრამ მაშინვე მათი ოჯახები გამახსენდა, რომლებიც ტერაქტს ვერ გადაურჩნენ“, — დაწერა სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.
„ეს საშინელი ტრაგედიაა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არა უკანასკნელი. გვიწევს ფაქტის კონსტატაცია, რომ სხვა მიზეზებთან ერთად ეს… ხისტი გადაწყვეტილებების მიღების უუნარობაა“, — ასკვნის საქართველოს ექს-პრეზიდენტი.