პარლამენტის თავმჯდომარე: ტერორიზმს არ აქვს საზღვრები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით უსუფაშვილმა ქართველი ხალხის სახელით ბრიუსელში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

თბილისი 22 მარტი — Sputnik. დღევანდელი მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტერორიზმს არ აქვს საზღვრები, ჩვენი ვალია ამ საშინელი საფრთხის წინააღმდეგ ერთიანობა და ძალისხმევის სრული მობილიზება, განაცხადა საუდის არაბეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტრის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბრიუსელში სამშაბათს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს
 

პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველი ხალხის სახელით მიუსამძიმრა ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს. 

„შეძრწუნებული ვარ საზარელი ტერორისტული აქტებით ევროპის დედაქალაქში — ბრიუსელში. საქართველოს პარლამენტისა და ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახების წევრებს, თანაგრძნობას გამოვხატავ ბელგიის ფედერალურ პარლამენტში ჩვენი კოლეგებისა და მთელი ბელგიელი ხალხის მიმართ“, — ნათქვამია დავით უსუფაშვილის  განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს. 


ყველა ახალი ამბავი
0