ბრიუსელი ტერაქტების შემდეგ. კადრები შემთხვევის ადგილიდან

გამოწერა

ბელგიის დედაქალაქის აეროპორტისა და მეტროპოლიტენის მგზავრების ევაკუაცია აფეთქების შემდეგ მოხდა, რომელმაც დაახლოებით 30 ადამიანზე მეტი შეიწირა. იხილეთ ვიდეოკადრები თუ როგორ ტოვებდნენ ადამიანები გვირაბებში გაჩერებულ მატარებლებსა და აეროპორტის შენობას.

ბრიუსელის ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვმა 34-ს მიაღწია, რომელთაგან 20 „მალბეკის“ მეტროს სადგურში, 14 კი აეროპორტში მომხდარი აფეთქებისას დაიღუპა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ბელგიურ ტელეკომპანია VRT-ზე დაყრდნობით.

ლტოლვილთა ბანაკი - Sputnik საქართველო
მასმედია: ბრიუსელის ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობამ 34–ს მიაღწია

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში ზედიზედ ორი აფეთქება სამშაბათს, დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:00 სთ-ზე მოხდა და ორიც ქალაქის „ევროპულ“ კვარტალში, „მალბეკისა“ და „შუმანის“ მეტროს სადგურებში განხორციელდა.

ბელგიის ხელისუფლებამ აფეთქებებს ტერაქტი უწოდა. შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის მაღალი, მეოთხე დონე გამოცხადდა. ქალაქის ცენტრში გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. დაკეტილია მეტროპოლიტენი და რკინიგზის სადგურებიც.

ყველა ახალი ამბავი
0