თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთში ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაზე ეროვნულ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა.
ამჟამად სიაში 20 ფეხბურთელია. რამდენიმე ფეხბურთელის ვინაობას ვაისი ახალგაზრდული ნაკრების სან-მარინოს წინააღმდეგ მატჩის შემდეგ დაასახელებს. მატჩი 23 მარტს გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი);
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი და უჩა ლობჟანიძე (ორივე თბილისის „დინამო“), საბა კვირკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („სკა-ენერგია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, აზერბაიჯანი), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ესკიშეჰისპორი“, თურქეთი), ნიკა ძალამიძე („რიზესპორი“, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია („დუისბურგი“, გერმანია).
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ქვილითაია (თბილისის „დინამო“).
ყაზახეთის წინააღმდეგ მატჩი ვაისისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო იქნება. 51 წლის სპეციალისტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტს ხელი გასულ კვირაში მოაწერა. ამ თანამდებობაზე მან კახა ცხადაძე შეცვალა.
საქართველო-ყაზახეთის ნაკრებთა მატჩი 29 მარტს „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.