"მზის შვილები" მთაწმინდის პარკში ატრაქციონებზე გაერთნენ

გამოწერა

თბილისის საკრებულოს წევრების ორგანიზებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მთაწმინდის პარკში ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა მომზადდა. Sputnik-ის ვიდეოში იხილეთ ღონისძიების ამსახველი კადრები.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მთაწმინდის პარკში თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები „მზის შვილები“ მიიწვიეს.

მთელი დღის განმავლობაში ბავშვები სხვადასხვა ატრაქციონებზე უფასოდ გაერთნენ. გარდა ამისა, პატარებს მთაწმინდის პარკში ზღაპრის გმირები დახვდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ პატარებს საჩუქრები გადასცეს. 

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები პოდიუმზე მოდელებად იქცნენ - Sputnik საქართველო
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ერთი დღით პოდიუმზე მოდელებად იქცნენ

დაუნის სინდრომი დაავადებაა, რომელიც გენეტიკური ანომალიის შედეგად წარმოიშობა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმში დამატებითი ქრომოსომა ჩნდება. შედეგად ქრომოსომების საერთო რაოდენობა 47 ხდება, როდესაც ნორმა 46-ია.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე გაეროს ეგიდით, ყოველწლიურად, 21 მარტს აღინიშნება. 2016 წლის სლოგანია: „ჩემი მეგობრები — ჩემი გარემოცვაა“. 

© LEVAN AVLABRELIდაუნის სინდრომის მქონე ბავშვები
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები - Sputnik საქართველო
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები

 

ყველა ახალი ამბავი
0