დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ერთი დღით პოდიუმზე მოდელებად იქცნენ

© photo: Sputnik / Levan Avlabreliდაუნის სინდრომის მქონე ბავშვები პოდიუმზე მოდელებად იქცნენ
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები პოდიუმზე მოდელებად იქცნენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა. ბევრი მათგანი პოდიუმზე და-ძმასთან ერთად გამოდიოდა.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. თბილისში საბავშვო ტანსაცმლის ბრენდული მარკების ჩვენება შედგა, რომელზეც მოდელების რანგში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები წარდგნენ.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანის საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება. აღნიშნული ღონისძიება ამ დღეს მიეძღვნა. 

„ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, რომ ერთად ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, რომ ჩვენ საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ. ამ ბავშვებისათვის მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი მთლიანად არიან ჩართულნი ამ პროცესში. ორი დღის მანძილზე ისინი იზომებდნენ ტანსაცმელს, იღებდნენ ფოტოებს და არ იღლებოდნენ, არ წუწუნებდნენ, პირიქით ხარობდნენ“, — თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილების“ დამფუძნებელმა ინგა ლოლაძემ.

© SPUTNIK/ LEVAN AVLABRELIდაუნის სინდრომის მქონე ბავშვები პოდიუმზე მოდელებად იქცნენ
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები პოდიუმზე მოდელებად იქცნენ - Sputnik საქართველო
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები პოდიუმზე მოდელებად იქცნენ
 

ჩვენებაში მონაწილეობა სულ 30-მა ბავშვმა მიიღო. მათგან 22 ბავშვს შეზღუდული უნარები აქვს, ხოლო 8 მათი და-ძმა იყო, რომლებიც ბავშვებს პოდიუმზე გასვლაში ეხმარებოდნენ. 

„პოდიუმზე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად ისეთი ბავშვებიც გავიდნენ, ვინც ეტლის დახმარებით გადაადგილდება, ან სმენა აქვს შეზღუდული. ისინი ტელევიზორში ხედავენ როგორ დადიან მოდელები პოდიუმზე და თვითონაც უნდათ ეს. ჩვენ ასე ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ბავშვებმა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი“, — თქვა ლოლაძემ.

© SPUTNIK/ LEVAN AVLABRELIპატარა მოდელი პოდიუმზე
პატარა მოდელი პოდიუმზე - Sputnik საქართველო
პატარა მოდელი პოდიუმზე

Sputnik-თან საუბარში დაუნის სინდრომით დაბადებულმა გვანცა ჯავახიშვილმა თქვა, რომ ყოველთვის ოცნებობდა პოდიუმზე გასვლაზე. 

„ყოველთვის ვოცნებობდი პოდიუმზე გასვლაზე, ყოველთვის მიყვარდა მოდელების ყურება. დღეს ჩემი ოცნება ასრულდა, პოდიუმზე გავედი და ზალიან ბედნიერი ვარ. კაბა დედასთან ერთად შევარჩიე, ის ზალიან ლამაზია“, — თქვა გვანცამ. 


ყველა ახალი ამბავი
0