დონის როსტოვის აეროპორტი კატასტროფის შემდეგ ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება

© photo: Sputnik / Сергей Пивоваров / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო აეროპორტი
საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
19 მარტს Boeing 737-800-მა, რომელიც დუბაიდან მოფრინავდა, დონის როსტოვში კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც 62 ადამიანი დაიღუპა. ამჟამად აეროპორტის ყველა სამსახური საშტატო რეჟიმში მუშაობს, მიმდინარეობს რეისებზე რეგისტრაცია.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. დონის როსტოვის აეროპორტი თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება: ადამიანები რეისებზე მიიჩქარიან, მუშაობს ჯიხურები და კაფეები, გაფრენის ზონასთან ტაქსები მორიგეობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი.

დუბაიდან მომავალი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737-800 დონის როსტოვში 19 მარტს ჩამოვარდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მონაცემებით, ლაინერის ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. აეროპორტი დაიკეტა.

ორშაბათს, დილის 7 საათიდან აეროპორტში მგზავრების ნაკადი შევიდა. ამჟამად ყველა სამსახური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, გახსნილია კაფეები, მიმდინარეობს რეისებზე რეგისტრაცია, ჩამოფრენილ მგზავრებს ახლობლები ხვდებიან.

დონის როსტოვში Boeing-737-800 ჩამოვარდა - Sputnik საქართველო
ექსპერტი: „ბოინგი“, შესაძლოა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩამოვარდა

ტრაგედიაზე მხოლოდ მგზავრთა ნაღვლიანი სახეები და აეროპორტის შესასვლელში დაღუპულთა სიასთან ყვავილების მთები მეტყველებს.

როსტოვში ამჟამად ძლიერი ქარი, თოვლი და ყინვაა.
საგამოძიებო კომიტეტი კატასტროფის სამ ძირითად ვერსიას განიხილავს: ტექნიკურ გაუმართაობას, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს და ეკიპაჟის შეცდომას.

ყველა ახალი ამბავი
0